ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა

ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ჩანაცვლებით მკურნალობას კერძო დაწესებულებებში გადიოდნენ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განსაზღვრულია.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რეგისტრაციის პროცესი 4 აგვისტოდან 11 აგვისტომდე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში განხორციელდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირება ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ვებპლატფორმაზე, რომელიც რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკვე მომზადდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, ხოლო დაწესებულებების სია, სადაც მოქალაქეებს განაცხადის შევსება შეეძლებათ, იმავე პლატფორმაზე გამოქვეყნდება. მინისტრის თქმით, რეგისტრაცია აუცილებელია სერვისის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციერები SMS შეტყობინებით მიიღებენ ინფორმაციას მედიკამენტის მისაღებად მისვლის დროისა და ადგილის შესახებ.

ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად პაციენტი 2025 წლის 1 აგვისტომდე უნდა იყოს ჩართული შესაბამის მკურნალობის კურსში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

Спросить ChatGPT

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading