მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე არასდროს უთქვამს უარი“
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე არასოდეს უთქვამს უარი. მისი თქმით, მმართველი პარტიის მხარდამჭერების ყველა მნიშვნელოვან შეკრებაზე ევროკავშირის დროშები ყოველთვის იყო წარმოდგენილი, რაც პარტიის პროევროპულ კურსს ადასტურებს.
პრეზიდენტის განცხადებით, თუ მოსახლეობის 80% ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს და ამავდროულად 60% „ქართულ ოცნებას“ – ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროპულ კურსს, ისე მმართველ პარტიას.