იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა №5 (ქალთა) დაწესებულებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ გიორგი ძიგუას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს უმასპინძლეს

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდნენ, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს №5 დაწესებულებაში მოქმედი სამკერვალო და სილამაზის სალონი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული, ასევე, უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტდარბაზი, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნების ოთახები; გაეცნენ დაწესებულებაში მოქმედ პროექტ „იუსტიციის სახლის“ ფუნქციონირებას, რომელიც როგორც მსჯავრდებულებს, ისე თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ისარგებლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით.

№5 (ქალთა) დაწესებულებას, ასევე, სტუმრობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის აპარატის წევრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading