ბრენდი Emporio Armani სტრატეგიას ცვლის

WWD-ის ინფორმაციით, Emporio Armani ტრადიციულ, გენდერული ნიშნით გაყოფილ მოდის ჩვენებებზე უარს ამბობს – ბრენდი 2026 წლიდან მამაკაცისა და ქალის კოლექციებს ერთობლივი შოუებით წარადგენს, რითაც „ერთიანი ესთეტიკური მიმართულების“ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
Emporio Armani სტრატეგიას ცვლის და 2026 წლიდან მამაკაცისა და ქალის კოლექციებს ერთობლივად წარადგენს მილანის მოდის კვირეულზე. გადაწყვეტილება თავად ჯორჯო არმანის ინიციატივით იქნა მიღებული და მიზნად ერთიანი ესთეტიკური ხაზის გამყარებას ისახავს.

ბრენდი მონაწილეობს 2025 წლის იანვრის მილანის მამაკაცის მოდის კვირეულშიც, სადაც EA7-სთან ერთად ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილ ოფიციალურ ფორმებს განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს.
ამავე დროს, მოდის ინდუსტრიაში ვრცელდება ხმები, რომ Armani-ს სახლის ახალი კრეატიული დირექტორი შესაძლოა ედი სლიმანი გახდეს.
