3 დეკემბერს მარნეულში, კულტურის ცენტრის სკვერში მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართება
ფესტივალის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
2025 წლის თემაა „ერთობა მრავალფეროვნებაში – საერთო მემკვიდრეობა, საერთო ღირებულებები“, რაც ხაზს უსვამს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების მნიშვნელობას. ღონისძიება კონცენტრირებულია სხვადასხვა კულტურის გაცნობაზე, ერთმანეთის მოსმენასა და საერთო მომავალის შექმნაზე.
ფესტივალი განხორციელდა პროგრამის „ეთნიკური უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებული ინიციატივის ფარგლებში, კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით და ეძღვნება UNESCO-ს კონვენციის მიღებიდან 20 წლის იუბილეს.