მიხეილ აფციაური თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური გუნდთან ერთად აქტიურად აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს.

ამჯერად, შეხვედრები გაიმართა სოფელ ჭივჭავში და სამშვილდეში. ღონისძიებებს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანიც.

მოსახლეობასთან საუბრისას განიხილეს სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები და საჭიროებები, რომელთა დროული გადაწყვეტაც პრიორიტეტულია.

მიხეილ აფციაურის თქმით, ადგილობრივების ხმა მისთვის უმნიშვნელოვანესია და ის მზად არის, თავად მოსახლეობასთან ერთად დაგეგმოს პრობლემების გადაჭრის გზები და იზრუნოს თეთრიწყაროს თითოეული სოფლის განვითარებაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading