მიკედლებული ძაღლი ცოფით დაიღუპა – შემთხვევა წალკაში

📍 წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლი ცოფით დაიღუპა. დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

🔬 ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შემდეგ, ვეტერინარებმა დაავადების კერაში დაუყოვნებლად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები:

  • ცხოველების ვაქცინაცია
  • სადეზინფექციო სამუშაოები
  • ცოფის ამთვისებელი ცხოველების ზედამხედველობა

📊 მიმდინარე წელს საქართველოში ცოფის 6 შემთხვევაა დაფიქსირებული ცხოველებში.
💉 სახელმწიფო წლიურად უფასო ვაქცინაციას 300 ათასამდე ძაღლსა და კატას უტარებს.

🟡 ამასთან, აჭარაში, კახეთსა და იმერეთში მოქმედებს უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 3,700-ზე მეტ ძაღლს ჩაუტარდა ვაქცინაცია და სტერილიზაცია.

📢 სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს:
აცერით შინაური ცხოველები დროულად და მხარი დაუჭირეთ ცოფის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading