N10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოს ბაღი მოეწყო

ჟოლოს ბაღი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთზე გაშენდა. პროექტის პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულები სრულად ჩაერთნენ ბაღის მოწყობის პროცესში – ტერიტორიის დასუფთავებაში, მიწის დამუშავებაში, ნერგების დარგვასა და სარწყავი სისტემის გამართვაში.

პროექტის მომდევნო ეტაპზე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსავლის რეალიზაცია სხვადასხვა ობიექტში განხორციელდება და პროდუქციის გაყიდვის შედეგად, მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, ქართველი სპორტსმენების ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ფინანსური მხარდაჭერითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით განხორციელდა.

მსგავსი პროექტები მსჯავრდებულების დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებასთან ერთად რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსგავსი პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading