მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

დილიდანვე, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, რუსთაველის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოეწყო.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო კვების სივრცე, ასევე საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაურ ისმაილოვი, ლია გიგაური, ილია ჯალაღანია, ზაურ დარგალი, ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე საზეიმოდ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, პერფორმანსის თანხლებით კი ჰაერში ფერადი ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს.

სადღესასწაულო ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading