მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულში,საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.


სადღესასწაულო პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა -გაიმართა სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე საბავშვო, სპორტული და შემეცნებითი სივრცეები.
ღონისძიებაზე საზეიმოდ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
