თეთრიწყაროში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რომელიც ქვეყნის ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს წარმოადგენს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა. მასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.