გარდაბანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩეოდა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დავით კარგარეთელი, მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

სადღესასწაულო პროგრამა კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. დღის განმავლობაში პარკში მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები და საბავშვო შემეცნებით-გასართობი ზონა.

ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა როგორც მოწვეულმა, ისე ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading