მარნეულში დამსახურებული პედაგოგები და წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში გამორჩეული მასწავლებლებისა და წარჩინებული მოსწავლეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მარნეულიდან 7 პედაგოგი წარდგენილია მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატად, რომლის ფინალური ეტაპი 27 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის: მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახრამანოვი.

მთავარი სტუმრები მედლების გადაცემის ცერემონიალში პირადად მონაწილეობდნენ. 2023–2024 სასწავლო წლის ფარგლებში, 66 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პედაგოგებისა და მოსწავლეების მხარდაჭერას, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ასამაღლებლად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading