ბოლნისის მერია 2025–2026 სასწავლო წელსაც დააფინანსებს სტუდენტებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს სტუდენტების მხარდაჭერას და 2025–2026 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების ფულადი წახალისების პროგრამას იწყებს.
დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებმა შესაბამისი კატეგორიის მიხედვით საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში.
☝️ გთხოვთ გაითვალისწინოთ: დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ორიგინალის სახით.
📧 ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დაფინანსების პროგრამის კატეგორიები და მოთხოვნები:
✅ 1. ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტები
- პირადობის მოწმობის ასლი
- ცნობა სასწავლებლიდან
- გარდაცვალების მოწმობა
- პირადი საბანკო ანგარიში
- დაბადების მოწმობის ასლი
✅ 2. იძულებით გადაადგილებული ოჯახების სტუდენტები
- პირადობის მოწმობის ასლი
- დევნილის მოწმობა
- ცნობა სასწავლებლიდან
- პირადი საბანკო ანგარიში
- დაბადების მოწმობის ასლი
✅ 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტები (0–100 000 ქულა)
- პირადობის მოწმობის ასლი
- სოციალური სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა
- ცნობა სასწავლებლიდან
- პირადი საბანკო ანგარიში
- დაბადების მოწმობის ასლი
✅ 4. მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტები (3 და მეტი შვილი)
- პირადობის მოწმობის ასლი
- ყველა დედმამიშვილის დაბადების მოწმობა
- პირადი საბანკო ანგარიში
- ცნობა სასწავლებლიდან
✅ 5. სტუდენტები ოჯახებიდან, სადაც 2 ან მეტი სტუდენტია
- პირადობის მოწმობის ასლი
- დაბადების მოწმობის ასლი
- პირადი საბანკო ანგარიში
- ცნობა სასწავლებლიდან
✅ 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები
- პირადობის მოწმობის ასლი
- დაბადების მოწმობის ასლი
- პირადი საბანკო ანგარიში
- ცნობა სასწავლებლიდან
- შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
📌 მნიშვნელოვანი შენიშვნა: სასწავლებლიდან გაცემული ცნობა უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდეგ გაცემული – წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტაცია არ განიხილება.
📆 სტიპენდიის გაცემის პერიოდებია:
- 1-ელი ოქტომბრიდან – 1-ელ მარტამდე
- 1-ელი მარტიდან – 1-ელ აგვისტომდე