მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და მარნეულის მერიის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“ მარნეულში საქველმოქმედო აქციას აგრძელებს
აქციის ფარგლებში, 683-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა თვალის უფასო გამოკვლევითა და მაღალკვალიფიციური კონსულტაციით, ხოლო 85 პაციენტს კლინიკა „ოფთალმიჯმა“ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ბროლი უფასოდ ჩაუსვა.
აღსანიშნავია, რომ 22 მარტს, დილის 10:00 საათიდან, აქციის ფარგლებში, ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება თვალის უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები. კატარაქტის ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში ჩაინიშნება ოპერაცია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall
.




