მილანისა და ლომბარდიის საკონსულო საბჭოს ორგანიზებით, პიემონტეს რეგიონის ქალაქ ივრეაში გაიმართა საკონსულო კორპუსის ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მილანსა და ლომბარდიის რეგიონში აკრედიტებული გენერალური კონსულები
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური კონსული, ნატალია კორძაია, ესტუმრა ხორვატიულ კომიტეტს, ასევე გამართა შეხვედრები ივრეას მერთან და პიემონტეს რეგიონის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებმა ხელი შეუწყო საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს რეგიონთაშორის პარტნიორობასა და ურთიერთობებს.