დმანისში წარმატებით დასრულდა პროექტი “თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი”!

ააიპ “მხარდაჭერის სახლში”, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა “თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდის” ფარგლებში. პროექტი, რომელიც CENN-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელდა, მიზნად ისახავდა თაობათაშორისი ცოდნის გაზიარებასა და სოციალიზაციას.

პროექტი დმანისის მუნიციპალიტეტში თანამონაწილეობითი მიდგომით ჩატარდა, სადაც დმანისის მერია და “მხარდაჭერის სახლი” აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ინიციატივამ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარები განუვითარა და მათ სოციალურ ინტეგრაციას შეუწყო ხელი.

მონაწილეებმა ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები შეიძინეს, გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს ახალი გამოცდილება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობასა და მის წარმატებულ განხორციელებაზე ისაუბრეს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading