მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტი, გიგლა წიფიანი, ვეტერან ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონია
,,ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარეობს, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი, ვეტერან ძიუდოისტთა შორის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გიგლა წიფიანის გამოსვლა,შეჯიბრების პირველი დღე წარმატებული აღმოჩნდა მარნეულელი მოჭიდავეებისთვის, რომელმაც გამართული დაპირისპირებები წარმატებით ჩაატარა და ფინალამდე ღირსეულად მიაღწია. გადამწყვეტ შეხვედრაში მარნეულელმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვეტერან ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა
ვულოცავთ გიგლას, მარნეულს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას! წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებში!“ – აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.
