,,ევროპარლამენტარები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება, როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”-მიხეილ ყაველაშვილი
„ევროპარლამენტარები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება, როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავად როგორ წარმოედგინათ, დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს აქტი?! თუ ქვეყანა არის დემოკრატიული, სამართლიანი, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციაზე მორგებული, როგორ უნდა განახორციელოს ეს აქტი?! როცა მოგიწოდებენ, რომ ეს აქტი უნდა განახორციელოთო, მაშინ კანონი უნდა დავარღვიოთ და ისე უნდა გამოვუშვათ სააკაშვილი, სხვანაირად ხომ ვერ მოხდება?! როგორ არაფრად გთვლიან, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ, რომ თითქოს ეს ჩვენ შეგვიძლია“, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
