პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას დღეს გამართავს. განხილული იქნება ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტები. საგამოძიებო კომისიის წევრები მოუსმენენ სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს.
