ჯაბა სამუშიამ ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორმა მარგუს ოჯაოცმა თსუ-სა და ესტონეთის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ესტონურ საგანმანათლებლო ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმით ჩვენი სტუდენტებისთვის სრულიად ახალი მიმართულება, ახალი პერსპექტივა იხსნება. თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გააგრძელონ სწავლა ესტონეთში. ასევე მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია და გამოცდილება პროფესიული განათლების კუთხით“, – განაცხადა თსუ რექტორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას პროფესიული განათლების სფეროში, ადმინისტრაციული პერსონალის, მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების მობილობას, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე ერთობლივი ქართულ-ესტონური პროფესიული პროგრამების განხორციელებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading