ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განვმარტავთ:

  • საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
  • სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
  • ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსების (კაპიტაციის) მექანიზმს ეხება. სახელმწიფო აღარ იხდის ფიქსირებულ ანაზღაურებას კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა მოქალაქე ქვეყანაში არ იმყოფება და სერვისს არ იღებს.
  • ცვლილება არ ვრცელდება გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებზე, ანუ მოქალაქეები კვლავ მიიღებენ სრულ სამედიცინო მომსახურებას საჭიროების შემთხვევაში.
  • საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად ისარგებლოს პროგრამის სერვისებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების შემცირებას და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading