ლენტეხში კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად – ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნ.ს. დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე.

გამოძიების ინფორმაციით, ნ.ს. დიდი ოდენობით ქრთამის მისაღებად საკონცერტო პროგრამისა და დარბაზის ქირავნობაზე დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს 20 000 ლარის მოთხოვნა მისცა. მისი თქმით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო კულტურის ცენტრის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი 15 000 ლარი პირადად უნდა დაერიცხა.

დანაშაულის დამალვის მიზნით, ნ.ს.-მ შექმნა ორი ფიქტიური ხელშეკრულება, ერთი დარბაზის ქირავნობის, მეორე კი კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, დაკავებულია 7 000 ლარის მიღების ფაქტზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading