თეთრიწყაროში ემიგრანტების ინიციატივით კულტურული ღონისძიება გაიმართა

26 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტიდან წასული ემიგრანტების ინიციატივით, ციყვების პარკში კულტურული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული ბაზრობა და საგამოფენო სივრცეები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, მაყურებლის წინაშე საცირკო წარმოდგენით წარსდგნენ რამაზ გარშაულიშვილი და მისი მეგობრები. შოუს ფარგლებში ილუზიონისტებმა, ჟონგლიორებმა და გაწვრთნილმა ცხოველებმა ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური მერიისა და ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading