თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის გაფლანგვის საქმეზე სამი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს – თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გ.ხ., შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ.ღ. და ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის უკანონოდ გაფლანგვის ფაქტს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემა მოიცავდა სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესის მანიპულაციას – საჭირო კვლევების გარეშე შეირჩა მხოლოდ წინასწარ დაკავშირებული კომპანიები, ხელოვნურად აიწია აპარატურის ფასი და გაფორმდა მოჩვენებითი გარიგებები ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით.

საგულისხმოა, რომ ამ გარიგებებში ჩართული იყო იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ., რომელიც მონაწილეობდა შემსყიდველ კომპანიებთან ურთიერთობაში და მათ დაჰპირდა შესყიდვაში გარანტირებულ გამარჯვებას — იმ პირობით, რომ იგი გავლენიან თანამდებობის პირებთან საკუთარ კავშირებს გამოიყენებდა.

საგამოძიებო ინფორმაციით, სახელმწიფოს მიყენებული ზარალი ამ დროისთვის 1.3 მილიონ ლარს აჭარბებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე გრძელდება დანაშაულში შესაძლო სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება და გამოძიება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading