ირაკლი კობახიძე: მოსწავლეებს რეფორმის ფარგლებში ხელოვნური დაბრკოლებები არ შეექმნებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების სისტემის რეფორმა არ შეუქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს მოსწავლეებს. კერძოდ, კერძო სკოლებს შეეძლებათ 12-წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნება, ხოლო საჯარო სკოლებში დაინერგება სპეცკლასები, რომლებიც საშუალებას მისცემს მსურველ მოსწავლეებს მე-12 კლასის დასრულების შემდეგ ადვილად განაგრძონ სწავლა საზღვარგარეთ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დეტალურად შეისწავლა.
„ყველა მოსწავლეს, ვისაც სურს 12 კლასის დასრულება და სწავლა საზღვარგარეთ, ამის შესაძლებლობა ექნება. სპეკულაციური განცხადებები ხელოვნური დაბრკოლებების შესახებ უსაფუძვლოა“, – თქვა პრემიერმა.