ირაკლი კობახიძე: რეფორმის შემდეგ სტუდენტს უკეთესი ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები ექნება

მთავრობის მეთაურის თქმით, სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით, თვითრეალიზების შესაძლებლობებით, საერთო საცხოვრებლებით, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებით.

„ეს არის დღეს სტუდენტის სახე უმაღლესი განათლების სისტემაში, სამწუხაროდ. და როგორია სტუდენტის მდგომარეობა ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ. ეს არის უკეთესი ინფრასტრუქტურა, მიდიხარ მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიაში, გხვდება კვალიფიციური ლექტორი, მაღალი დონის სახელმძღვანელო, მაღალი დონის სასწავლო პროგრამა, საერთო საცხოვრებელი დღეს რომ არ არსებობს და ბინას ქირაობ სამჯერ მეტ ფასად, შეიძლება სამჯერ იაფად გქონდეს მაღალი დონის საერთო საცხოვრებელი, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს არის, როგორიც უნდა იყოს სტუდენტის მდგომარეობა რეფორმის განხორციელების შემდეგ. თუ აქ არ ჩანს ადამიანი, მაშინ სად შეიძლება გამოჩნდეს სტუდენტის მდგომარეობა სხვაგვარად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading