კალიფორნიის შტატში ხანძარს ებრძვიან

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში, ქალაქ მალიბუს მახლობლად, ხანძარმა 2200 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ხანძრის ზონაში 18 000 ადამიანი და 8100 შენობა-ნაგებობაა მოქცეული, რომელთაგან 2043 ევაკუაციის ბრძანებას ექვემდებარება.

ადგილზე 700 მეხანძრე ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე კვლავ მაღალია.

ხანძრის გამო, მალიბუში სკოლები დაიხურა, ხოლო უნივერსიტეტში უსაფრთხოების დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა. ცნობილია, რომ ხანძარმა რამდენიმე სახლი და მალიბუს ნავსადგომი დააზიანა. დაღუპულებისა და სერიოზულად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მალიბუსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და დაბალი ტენიანობა უწყობს. სტიქიასთან საბრძოლველად, კალიფორნიის გუბერნატორმა ფედერალური დახმარება მოითხოვა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაიცვან ევაკუაციის რეკომენდაციები.

წყარო: BBC

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading