რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში , საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვაჟა მორგოშია ხელმძღვანელობდა
დღეს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, დეველოპერული კომპანიების განცხადებები განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციების დამტკიცების შესახებ განიხილეს.
საკითხები სხდომაზე მერიის არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და სანებართვო განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩეკურიშვილმა წარადგინა.
კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მერიის მიერ ინიცირებული ყველა საკითხი, შემდგომი რეაგირებისთვის, ბიუროზე გადავიდა.
სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრები.




