გარდაბნის ცენტრალურ პარკში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური ესწრებოდნენ.

რწმუნებულმა, მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მამა პეტრე (პეტრიაშვილთან) ერთად, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა და მხატვართა ნამუშევრების საგამოფენო ასევე, ბავშვთა გასართობი სივრცეები.

დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელშიც ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბეთანიამ”, ქართულმა ხალხურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „შვიდკაცამ“ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას ასევე, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, მერის მოადგილეები ლევან ხმალაძე და ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სამირ ხიალოვი და ვუგარ მამედოვი ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading