ისტორიული წყაროები
სახელწოდება მარნეული მოხსენებულია XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამასვე მოწმობს ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს-ის დასაწყისი) და ცნობილი მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ჩანაწერები (1772), ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მარნეულის ძველი სახელი ლომთაგორა ყოფილა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რომელიც დიდ დასახლებად იქცა ლომთაგორა-მარნეულის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად.
უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი.
XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა.
ბორჩალოს მაზრა — ყოფილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, არსებობდა რუსეთის იმპერიის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის და საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში 1880–1929 წლებში. მდებარეობდა თბილისის გუბერნიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შეიქმნა 1880 წელს, როდესაც გამოეყო თბილისის მაზრას) ადმინისტრაციული ცენტრი იყო შულავერი. თავდაპირველად მოიცავდა ახლანდელი წალკის, დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთის დღევანდელ ლორეს პროვინციასა და ტავუშის პროვინციას. რაიონების ტერიტორიათა ნაწილს.
ეთნიკური შემადგენლობა 1897 წელს შემდეგი იყო: სომხები (36,88 %), აზერბაიჯანელები (32,14 %), ბერძნები (16,64 %), რუსები (6,29 %), ქართველები (6,11 %), გერმანელები (1,94 %).
სახელწოდება მარნეული ქართული წარმოშობისაა და მას რამდენიმე ახსნა მოეპოვება. სიტყვა მარანი VIII საუკუნიდან არსებობს და აღნიშნავს ღვინის დასაყენებელ და შესანახ ადგილს. ასევე, მარნეული არის მცენარის სახეობაც. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მარნეულის არის მარნას (მცენარე) რტოსგან.
დღევანდელი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარნეულში არის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის რეზიდენცია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 17 ტერიტორიული ორგანო, 77 სოფელია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ალგეთის, ახკერპის, დამია-გეურარხის, თამარისის, კასუმლოს, კაპანახჩის, კაჩაგანის, ოფრეთის, სადახლოს, ქუთლიარის, სოფელი ყიზილ-აჯლო, ყულარის, შაუმიანის, შულავერის, წერაქვის, წერეთელის და ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი მარნეული. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ყიზილ-აჯლო (7 291 ადამიანი)