ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის ჩემპიონია

ვარშავაში ძიუდოს ღია პირველობა მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-90 კგ) ფინალში ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრამდე მან უნგრელი, ყაზახი, ფრანგი, ნორვეგიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ესპანელ ძიუდოისტს სძლია.

ქართველი სპორტსმენები ვარშავის ღია პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს სპორტის სამინისტრო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading