სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგა გაიმართა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთის, ინდოეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგაში საქართველოდან ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრებები ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა და ოთხ წონით კატეგორიაში გამარჯვება ქართველმა სპორტსმენებმა იზეიმეს.
პროფესიონალური სანდას ლიგის გამარჯვებულები გახდნენ: ვალერი გობეჯიშვილი (60 კგ), ალექსანდრე კუჭავა (65 კგ), სერგო ალფაიძე (70 კგ) და გიორგი ბარბაქაძე (75 კგ).
საქართველოს სპორტის სამინისტრო.




