ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

ახალი 2025 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეო კონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading