2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა
პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა.
2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება – კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება.
არსებული ინფორმაციით, კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა