2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება
2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა.
XI მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრა:
პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.