დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 11-13 თებერვალს, რუსთავში, 40-70 წლის ქალბატონებისთვის, ონკოლოგიური დაავადების უფასო სკრინინგი ჩატარდება

სკრინინგულ კვლევებს, 11:00 -დან 18:00 საათამდე, რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სპეციალური აღჭურვილობის მამომობილის მეშვეობით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური ჯგუფი ჩაატარებს.

სამედიცინო აქცია „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

სკრინინგი მოიცავს მამოგრაფიას, მამოლოგის კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში – ულტრაბგერით გამოკვლევას.

სკრინინგის მიზანია დაავადების პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading