ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვყავს 2 სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც 2-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც 3-ჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA. დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე
