იმერეთში სამხედრო იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.