ქობულეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ქობულეთში დააკავეს თურქეთის მოქალაქე ე.დ. (დ.1991), რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ის 2025 წლის 17 ოქტომბრიდან თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იყო ძებნილი.
დაკავებულთან დაკავშირებით წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.