სუს-მა ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების სქემა გამოავლინა – ოთხი პირი ბრალდებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოავლინა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი პირი, რომლებიც ბინადრობის ნებართვის მისაღებად თურქეთის მოქალაქეებისთვის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის 16 მოქალაქეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი შრომითი ხელშეკრულებები დაუმზადეს.

სქემაში ჩართული პირები – ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციებზე მომუშავეები – კომპანიების დირექტორების პირად მონაცემებს ხელმძღვანელებისგან ფარულად იყენებდნენ და თურქეთის მოქალაქეებს თითქოს ამ კომპანიებში დასაქმებულებად აფორმებდნენ.

ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading