თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის საკონცერტო დარბაზში სამუსიკო სკოლების დასკვნითი შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

10 ივნისს თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის საკონცერტო დარბაზში თეთრიწყაროს, კოდის, ასურეთისა და მანგლისის სამუსიკო სკოლების 2025-2026 სასწავლო წლის დასკვნითი შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის დირექტორი მანანა ბაიდარაშვილი. კონცერტს ასევე ესწრებოდა მერაბ მერაბიშვილი – კომპოზიტორთა კავშირის წევრი და ცნობილი საბავშვო კომპოზიტორი, რომელმაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და საკუთარი საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულა.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულების მოწმობები გადაეცათ, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

კონცერტს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორი ფიქრია მეშველიანი, ასევე თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორის მოადგილეები კამო ნერსესიანი და ზურა ბაბლუანი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading