ბოლნისის საკრებულოს კომისიამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში მოისმინა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე ხელმძღვანელობდა, ანგარიში სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა წარადგინა.
წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაციულმა სამსახურმა აქტიური საქმიანობა განახორციელა მოქალაქეთა მომსახურების, დოკუმენტბრუნვის, იურიდიული მხარდაჭერის, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პროცესების შეუფერხებელ წარმართვას, მოქალაქეთა განცხადებებისა და კორესპონდენციის დროულ დამუშავებას, მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტიან ფუნქციონირებას.