მარნეულის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი თანამედროვე სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით მასშტაბური პროექტები ხორციელდება – მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლები შენდება სოფლებში: იმირი, აღმამედლო, დიდი ბეგლარი, ახკერპი და ალგეთი. თითოეული პროექტი გათვლილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს, რომლებიც სრულად პასუხობს უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მოთხოვნებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების განვითარებას და სწავლისთვის თანაბარ პირობებს შექმნის ყველა მოსწავლისთვის.

სკოლების მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 39.4 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი სკოლების ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხელმისაწვდომობას, გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უკეთ განათლებას რეგიონში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading