თეთრიწყაროს მერიამ ახალი მიკროავტობუსები შეიძინა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში JAC-ის მარკის 4 ერთეული M2 კატეგორიის მიკროავტობუსი შეიძინა
მიკროავტობუსები მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან და პარლამენტის წევრებთან დავით შერაზადიშვილთან და გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად, შპს „თეთრიწყაროს სატრანსპორტო კომპანიას“ გადასცა.
მიკროავტობუსების საერთო ღირებულება 305 080 ლარს შეადგენს და თითოეული 17 მგზავრზეა გათვლილი. ისინი კომფორტულს გახდიან სოფლებიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილებას.