ქეით მიდლტონის საშობაო გზავნილი

„შობა წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დროა. ეს არის საჩუქრების, ლამაზი დეკორაციებისა და უგემრიელესი ტკბილეულის დრო, მაგრამ ასევე არის მომენტი, როცა უნდა დავფიქრდეთ მთავარზე, რაც გვაერთიანებს, ეს არის სიყვარული“ – ამბობს ქეითი მიმართვაში.

გასული წელი ურთულესი აღმოჩნდა ქეით მიდლტონისთვის. მარტში გავრცელდა უელსის პრინცესას ემოციური ვიდეო, სადაც ის სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობდა. უკვე სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მიდლტონი გამოჯანმრთელდა და ამჯერად რემისიის ფაზაში იმყოფება,2024 წელი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. წლის დასაწყისში ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ის თვეების განმავლობაში საჯაროდ აღარ ჩნდებოდა და მედიაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდებოდა. წერდნენ, რომ ის და უილიამი ერთმანეთს დაშორდნენ, რომ ოჯახში განხეთქილება იყო და ასე შემდეგ.

მითქმა-მოთქმა რომ აღარ დასრულდა, ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც საკუთარი დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ გულშემატკივრებს ინფორმაცია გულწრფელად გაუზიარა, მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამავდროულად, სთხოვა, ამ პროცესში მისი პირადი საზღვრები დაეცვათ.

სექტემბერში მიდლტონმა სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა. მან თქვა, რომ ქიმიოთერაპიის კურსს მორჩა და სიმსივნე დაამარცხა თუმცა მედიაში, პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქეით მიდლტონი კვლავ მკურნალობს, თუმცა ის საჯაროდ ხშირად ჩნდება. რამდენიმე დღის წინ მიდლტონი მეფე ჩარლზის სადღესასწაულო ლანჩს დაესწრო და ოჯახთან ერთად ნორფოლკში, აგარაკზე დარჩა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading