„ერთმანეთისთვის“ – ბოლნისის საკრებულომ საახალწლო ნობათი 14 ოჯახს გადასცა

„ერთმანეთისთვის“ -ამ სლოგანით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საახალწლო ნობათი 14 ოჯახს გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მოადგილეებთან-ნონა რეხვიაშვილთან და იმრან მ. გასიმოვთან, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

„ახალი წელი არის იმედის, სითბოსა და ერთმანეთის გვერდში დგომის დრო. ჩვენ დამდეგი დღესასწაული მივულოცეთ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, დღესასწაულის სიხარული ყველა ოჯახმა იგრძნოს. ვულოცავ ყველას დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და უკეთეს მომავალს“, -აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ სოლიდარობის აქცია წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით განახორციელეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading