თბილისში 35 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ი. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის სპეციალური სამალავიდან ამოიღეს როგორც დიდი ოდენობით „მარიხუანა“, ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading