საქართველოსგან 47 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფთან კოორდინაციით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქართველოდან 47 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

გაძევებულები არიან ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკისა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.

მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გამოვლენასა და მათი გაძევების უზრუნველყოფაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading