თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ე.ა., დააკავეს.
ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით.